დედამიწა ჩვენ ვართ , ყველა ერთად და სათითაოდ!

🌍 22 აპრილი, დედამიწის საერთაშორისო დღეა!SchoolBook • სქულბუქი-ს ფოტო.

🌍 პირველად ეს დღე 1970 წელს აღინიშნა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 195 ქვეყანა მონაწილეობს.

🇬🇪 საქართველო ამ ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა.

➡️ ჩაანაცვლე ქაღალდის დოკუმენტი ელექტრონულით, დაზოგე ბუნებრივი რესურსები და გაუფრთხილდი დედამიწას!🌱🌏

Advertisements

მოხალისეობა , როგორც მოქმედებისა და მოძრაობის იმპულსი , როგორც ,,სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი”

კიდევ ერთი , რასაც ამ ბლოგით მინდა შევეხო , არის მოხალისეობა , ბუნებრივია , საქმე , რომელც გაგვიხორციელებია  ან ვახორციელებთ ზოგჯერ კომერციული მოგების , აღიარების , ან თუნდაც გარეგანი მოტივაციის საფუძველია . თუმცა დგება წუთი ადამიანის ცხოვრებაში , როდესაც ეს უკანასკნელი აანალიზებს იმას , რომ  სამყაროს ,, ჩუმი სიკეთე” მართავს . ნებისმიერი პროექტი თუ ღონისძიება , ჩვენ მიერ განხორციელებული , რასაკვირველია , იყო მიმართული უანგარო ქველმოქმედებისა თუ უკეთესი მერმისის შექმნისკენ. Continue reading მოხალისეობა , როგორც მოქმედებისა და მოძრაობის იმპულსი , როგორც ,,სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი”

ცვლილება , რომელიც მინდა დავინახო, დაინახო , დაინახოს ( დავინახოთ)……..

ახლა რაც მაქვს, იმას მაინც შემარგებენ?აფხაზეთი და საქართველო-ის სურათის შედეგი

მერამდენედ შევეჩეხო დამწვარ მდელოს?

ღმერთო, ერთხელ სიკვდილამდე შემაგებე

აფხაზეთში გათენებულ საქართველოს

სამოქალაქო საზოგადოება ქმნის სახელმწიფოს , რომელიც თითოეული ჩვენგანის ინტერესების დაკმაყოფილებისკენაა მიმართული  და არ არის  კვაზიდემოკრატიული პრინციპების განმცხადებელი ., დიხ,ასეთია ქვეყანა , რომელსაც ვქმნით ჩვენ , ყველა ერთად და სათითაოდ! maxresdefault-10

რეპლიკა გურიიდან

როგორც ბებიაჩემი  იტყვის: მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა — გურულები და დანარჩენი. ამიტომ არ გაგიკვირდეთ თუ გურია ჩემთვის ,,მაგნუ ლოპუსია”.გურულები ხშირად წუწუნებენ, რომ ამხელა ნიჭის პატრონი ხალხია და განგებას შურს მათი – არასოდეს უმართლებთ… და ისინიც მართლები არიან.მრავალი მახასიათებელი კრავს ამ  ჯიშის ხალხს  და აქცევს მკვირცხლ, მჩქეფარე , ხალას  ადამიანთა ერთობად.გურულებს უყვართ შრომა — ერთი ოთხმაცდაათს გადაცილებული გლეხი, ჩემს თვალწინ სასიკვდილო სარეცელზე, სრულიად უგონოდ იქნევდა ხელს -მისი ჭკუით ლაზათიანად თოხნიდა.  მეორე მეზობელი- რაღაცას ,,ფაჩუნობდა” საკუთარ ეზოში…. ერთი 100 წლამდე მისული , მოხუცი ქალი შვილიშვილს უკიოდა ბოლო ხმაზე  , ცა იძვროდა თითქოს , ერთი-ორჯერ მიაწყევლა კიდეც , მაგრამ ხომ გაგიგიათ გურული ბებიის წყევლის დროს მისი ძუძუები გლოცავენო. ალბათ დამერწმუნებით,საქმე გურულების მოგონილია , მაგრამ დღეს მაინც გაიძახიან ეს უკანასკნელნიც დამდოვრებულანო . რა დაგვადუმებს? რა გაგვაჩერებს? Continue reading რეპლიკა გურიიდან

ჩემი სოფლის ,,ამბავი” ( ჩემი საქმეა)………….

  • ვფიქრობ , დროა  ოზურგეთის რაიონში მდებარე პაწაწინა სოფლის ამბავი მოგიყვეთ, ეს უკანასკნელი არსებობის რამდენიმე საუკუნოვან ისტორიას ითვლის , ამ დროის მანძილზე  კი არაერთხელ ყოფილა შემთხვევა , მოსახლეობის ერთობით , სამოქალაქო საზოგადოების არსებობით, მიღწეული წარმატებისა თუ დამარცხებისა , თუმცა ფაქტია კეთილდღობისთვის ბრძოლაში  დამარცხებული არ არსებობს.  ჯერ ბავშვი ვარ , ამიტომ როგორც  შეზღუდულ ქმედუნარიანს , ოჯახის წევრები ხშირად მიყვებოდნენ იმ ისტორიული გამოცდილების შესახებ , რომელმაც სოფლის ისტორიაში გადამწყვეტი როლი ითამაშა  , განსაკუთრებით გასაბჭოების პერიოდში. თავი რომ არ მოგაწყინოთ ვიდეოკოლაჟი  წარმოდგენას შეგიქმნით იმ მიკრო სივრცის შესახებ , რომელშიც თავად ვცხოვრობ  და  შემდგომ .. გიპასუხებთ კითხვაზე -მაქვს თუ არა უფლება ვიყო უმოქმედო, პასიური მოქალაქე ?…… თავად განმსაჯეთ…..

Continue reading ჩემი სოფლის ,,ამბავი” ( ჩემი საქმეა)………….

,,ყველა ჩვენგანი, ყველაფრის გამო, ყველას წინაშე დამნაშავეა”….

ვფიქრობ , თითოეული ჩვენგანი ერთხელ მაინც დაფიქრებულა  იმაზე , თუ რა მოვალეობა გვაკისრია საკუთარი თავის , მშობელი ქვეყნის  და ზოგადად ადამიანური ბუნების წინაშე , დამერწმუნებით ,  ხშირად ,,აგორებულა ჭური თვითმოძრავი”  და ამავდროულად პასუხიც ვერ გვიპოვია კითხვაზე : რატომ მოვევლინეთ ამქვეყნად? Continue reading ,,ყველა ჩვენგანი, ყველაფრის გამო, ყველას წინაშე დამნაშავეა”….

Create your website at WordPress.com
Get started